ტრენინგების ციკლი დასრულდა
2022-07-16

16 ივლისს დასრულდა შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგების ციკლი, რომელიც დაფინანსებჰული იყო აშშ-ს საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში. მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა შემდეგ მოდულებში: აქტიური სწავლების მეთოდები; კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება; კოლეჯი მადლობას უხდის პროექტის მენეჯერს: ანა გელდიაშვილს, და ტრენერებს: თამარ რემიშვილს  და მაია თოიძეს.