ვაკანსია კოლეჯში
2022-07-05

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს  კონკურსს 2022 წლის 06 ივლისიდან საექთნო განათლების  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი მოდულების წასაკითხად:

  • გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები - 1 ვაკანტური ადგილი;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია -1 ვაკანტური ადგილი;
  • ინფექციის კონტროლის საფუძვლები - 1 ვაკანტური ადგილი;
  • ჰისტოლოგია- 1 ვაკანტური ადგილი;
  • ანატომია-ფიზიოლოგია - 1 ვაკანტური ადგილი;
  • დოზირების პრინციპები საექთნო საქმეში- 1 ვაკანტური ადგილი.

 კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.

უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია მოდულის მიხედვით:  

  • გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები - კვალიფიკაცია: კრიტიკული მედიცინის და გადაუდებელი განყოფილების მედდა  ან საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედდა;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია კვალიფიკაციაკრიტიკული მედიცინის და გადაუდებელი განყოფილების მედდა;
  • ინფექციის კონტროლის საფუძვლები-კვალიფიკაცია: ზოგადი პროფილის მედდა;
  • ჰისტოლოგია-კვალიფიკაცია: ექიმი; 
  • ანატომია-ფიზიოლოგია-კვალიფიკაცია: ექიმი;
  • დოზირების პრინციპები საექთნო საქმეში-კვალიფიკაცია: ექიმი;

 ფლობდეს კომპიუტერულ  პროგრამებს (სასურველია):

MS word (დამაკმაყოფილებელი),

MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info@amagi.edu.ge  2022 წლის 20 ივლისის  ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;