ვაკანსია კოლეჯში
2022-06-24

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს კონკურსს  შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის სასწავლო პროცესის  მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე  2022 წლის 27 ივნისიდან.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს 

  • მინიმუმ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • კანონმდებლობის ცოდნა: (საქართველოს კონსტიტუცია; „პროფესიული  განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; შრომის კოდექსი; საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი)
  • სასწავლო პროცესში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);

          სხვა მოთხოვნები:

  •  სასურველია ინგლისურის ცოდნა A2 დონეზე;
  •  სასურველია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების ცოდნა

 კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) CV;

 ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის  ნასამართლეობის შესახებ.

საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info@amagi.edu.ge  2022 წლის 11 ივლისის  ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;