პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება
2022-06-16

როგორ გავიაროთ ონლაინ რეგისტრაცია სასურველ პროგრამაზე ქვემოთ გთავაზობთ ინსტრუქციას რომელიც გაგიადვილებთ რეგისტრაციის პროცესს. პირველ რიგში აუცილებელია გქონდეთ პირადი ელ.ფოსტის ანგარიში. გადადით მოცემულ ბმულზე www.vet.emis.ge მარჯვენა მხარეს ირჩევთ რეგისტრაციის ღილაკს. ავსებთ ყველა სავალდებულო ველს, ბოლოს აუცილებლად ნიშნავთ „გავეცანი და ვეთანხმები წესებს“ და აწვებით ღილაკს რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შედიხართ თქვენს ელ-ფოსტაში სადაც მოგივათ მეილი შემდეგი მისამართიდან noreply@emis.ge მეილში ვერიფიკაციისთვის აწვებით შემდეგ ტექსტს „სისტემაში მომხმარებლის გააქტიურებისთვის გადადით ბმულზე“ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მარჯვენა მხარეს აწვებით ღილაკს „ავტორიზაცია“ სადაც წერთ თქვენს ელ-ფოსტას და რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ შეყვანილ პაროლს.

შემდეგ ირჩევთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები (წითელი ფერის). ირჩევთ პროგრამაზე რეგისტრაცია. განათლების ველში ნიშნავთ სრული ზოგადი (12 კლასის განათლება) ან პროფესიული განათლება ან ბაკალავრი ან მაგისტრი (იმის მიხედვით რომელიც გაქვთ დასრულებული) გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან არ დაიშვება საბაზისო განათლების პირი ( 9 კლასის განათლება). საგამოცდო ქალაქი - ჩამონათვალიდან თქვენთვის სასურველი. ის პირობა რაც თქვენ არ გეხებათ ტოვებთ მონიშვნის გარეშე. აწვებით ღილაკს „შემდეგი“.
იწყებთ სასურველი პროგრამის მოძიებას შემდეგი ველების შევსებით: რეგიონი - შიდა ქართლი, მუნიციპალიტეტი - გორი, დეტალური სფერო - ირჩევთ ჩამონათვალიდან თქვენთვის სასურველი პროგრამიდან გამომდინარე, სფერო - ირჩევთ ჩამონათვალიდან თქვენთვის სასურველი პროგრამიდან გამომდინარე, დაწესებულება - შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი, საგანმანათლებლო პროგრამა - სასურველი, პროგრამის ტიპი - მოდულური, ინტეგრირებულში ნიშნავთ - არა (ინტეგრირებულია მხოლოდ კომპიუტერული ქსელისა და სისტემების პროგრამა, ყველა დანარჩენი პროგრამა არის - მოდულური), დაფინანსების ტიპი - პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. შემდეგ აწვებით ღილაკს „ძებნა“. ძიების შედეგად ირჩევთ სასურველ პროგრამას. ბოლოს აწვებით ღილაკს „შემდეგი „ გამოგიჩნდებათ თქვენ მიერ არჩეული პროგრამა/პროგრამები რაც იმას ნიშნავს რომ წარმატებით განახორციელეთ სასურველ პროგრამებზე რეგისტრაცია, რის შემდეგაც მიიღებთ დასტურს თქვენ მიერ შეყვანილ ელ-ფოსტაზე.