გასვლითი ტრენინგი ლიკანში
2022-06-08

პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“  ფარგლებში,  3-7 ივნისს, ბორჯომში, სასტუმრო 'ბორჯომი-ლიკანში“ პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის  კომპონენტის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის ჩატარდა გასვლითი ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით: საპროექტო  განაცხადების მომზადება, პროფესიული სწავლების საერთაშორისო პრაქტიკა და მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელება. შეხვედრაზე პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენელმა პროფსასწავლებლების წარმომადგენელებს გაუზიარა ინფორმაცია პროფესიული განათლების რეფორმისა და სტრატეგიის შესახებ და ისაუბრა კერძო` სექტორთან თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე .

ღონისძიება, რომელსაც საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა პროფსასწავლებლებს შორის ჰორიზონტალური 
კავშირების გაძლიერებას და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.