დასაქმების ცენტრის ტრენინგი სტუდენტებისათვის
2022-04-26

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) კოლეჯი ამაგის სტუდენტებს ჩაუტარა შემდეგი სახის ტრენინგი: CV ის სწორი შედგენა; გასაუბრების ტექნიკები; სამოტივაციო წერილი; უნარების იდენტიფიცირება. ტრენინგთან ერთად კოლეჯი ამაგის სტუდენტებმა ადგილზე გაიარეს ინდივიდუალური პროფილირება.

ყველა ადგილზე დამსწრე სტუდენტი ინდივიდუალურად დარეგისტრირდა დამსაქმებელთა ბაზაში, რაც სამომავლოდ გაზრდის პროფესიული სტუდენტებისთვის დასაქმების შანსებს.

კოლეჯი ამაგი მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) თანამშრომბლობისთვის.