შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ გმირ ხალხს და ყველა უკრაინელ სტუდენს, რომელიც ომის პირობებში ვერ იღებს განათლებას. ამ ყოვლად გაუგონარ და სასტიკ ომში ჩართულია უკრაინელი ახალგაზრდა თაობა, მათ სწავლის ნაცვლად უწევთ დაიცვან საკუთარი მიწა-წყალი სიცოცხლის ფასად. უკრაინელ სტუდენტებს ვუსურვებთ სიმტკიცეს, გამძლეობასა და გამარჯვებას! სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ვიკრიბებით 15 მარტს 12 საათზე კოლეჯის ფოიეში. რათა გამოვუცხადოთ ჩვენი თანადგომა უკრაინელ ხალხს და უკრაინელ მებრძოლ სტუდენტებს.
2022-03-09