ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2021-06-04

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგსა და ააიპ  “საქართველოს ღია საზოგადოების ფონდს“  შორის საზეიმოდ გაფორმდა მემორანდუმი   პროექტის  "ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)" ფარგლებში. შეხვედრაზე კოლეჯის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა სოფიო სუხიშვილმა ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და კოლეჯთან სამომავლო ურთიერთობაზე.

პროექტი მიზნად ისახავს ცოდნის და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.