მემორანდუმი ინოვაციური განათლების ცენტრთან
2021-03-29

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგისა და ინოვაციური განათლების ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ტრენინგების გავლას  განათლების მიმართულებით კოლეჯის პერსონალის და პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების ხელმძღვანელების ტრენინგი კომპეტენციებზე დაფუძნებული  შეფასების სისტემის კუთხით, რომელიც ჩატარდება 15-17 აპრილს.