შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს კონკურსს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლების შემდეგ პოზიციებზე 2021 წლის 1 მარტიდან საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგი მოდულების განხორციელებისათვის:
ა) „ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები“ - 1 პროფესიული განათლების მასწავლებელი;
ბ) „კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია“ - 1 პროფესიული განათლების მასწავლებელი.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადად განისაზღვროს 2021 წლის 10 მარტის ჩათვლით.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.
ბ) ფლობდეს ქართულ ენას C1 დონეზე (სასურველია);
გ) ფლობდეს კომპიუტერულ კომპიუტერულ პროგრამებს (სასურველია):
MS word (დამაკმაყოფილებელი),
MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info.college.amagi@gmail.com 2021 წლის 10 მარტის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;