შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს კონკურსს ვეტერინარიის მიმართულებით სამი პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.
ბ) ფლობდეს ქართულ ენას C1 დონეზე (სასურველია);
გ) ფლობდეს კომპიუტერულ კომპიუტერულ პროგრამებს (სასურველია):
MS word (დამაკმაყოფილებელი),
MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
ა) განაცხადების მიღება და გადარჩევა.
ბ) შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება.
საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info.college.amagi@gmail.com 2021 წლის 18 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;