შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ერთ ვაკანტურ ადგილს ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის პოზიციაზე მ/წლის 05 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 5 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შესაძლებლობა;
ბ) სპეციალური საგანმანათლებლო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფუნცქიური და აკადემიური უნარების შეფასების შესაძლებლობა.
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
დ) სასურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირთა მხარდაჭერის გამოცდილება;
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ)განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
შესაბამისი სერთიფიკატი;
დ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
საბუთების მიღება იწარმოებს ქ. გორში, ცხინვალის გზ. N9
0 370 27 05 57