თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრში შედგა შეხვედრა კერძო და სახელმწიფო კოლეჯების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განხილული იყო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების პროექტი.
თსუ -ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ირმა გრძელიძემ ისაუბრა უნივერსიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებზე რომელიც გათვლილია პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებაზე.
თსუ- ს პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ლევან წიქარიძემ წარმოადგინა პროექტი, რომელიც გათვლილია ელექტრონული პლათფორმის შექმნაზე.