საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ბუღალტერმა ეკატერინე ბუხრაძემ მონაწილეობა მიიღო გორში გამართულ სამუშაო შეხვედრა/ტრენინგზე, რომლის თემა იყო „ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის მომზადება“. ტრენინგს 200 ზე მეტი გორში რეგისტრირებული ბუღალტერი ესწრებოდა. შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ტრენინგის ორგანიზატორის - „ევროპული ცენტრის“ მიერ შემუშავებული პრაქტიკული და დეტალური მიდგომა ანგარიშგებების მომზადების ნაწილში სრულიად ემთხვევა იმ მოლოდინებსა და დაკვეთას, რაც მოქმედ ბუღალტრებს სჭირდებათ. ტრენინგების ჩატარება გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით.
2019-04-22