ღია კარის დღე კოლეჯში
2020-08-27

25-27 აგვისტოს კოლეჯში მიმდინარეობდა ღია კარის დღე პროფესიულ ტესტირებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის. კოლეჯის ხარისხის მენეჯერმა ნინო დვალმა  რეგისტრანტებს დეტალურად მიაწოდა საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია და გააცნო ტესტის ნიმუშები.  აპლიკანტებს დღეიდან შეეძლებათ საგამოცდო ბარათების მიღება, რომლითაც შეძლებენ გამოცდაზე გასვლას. გამოცდაჩატარდება 5 და 6 სექტემბერს მათ მიერვე არჩეულ საგამოცდო ქალაქში.