შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ვაკანსიას საექთნო განათლების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024 წლის 09 ოქტომბრიდან 2024 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე შემდეგი მოდულების განხორციელებისათვის:
- „დოზირების პრინციპები საექთნო საქმეში “ - (1 ვაკანტური ადგილი)
- „ფარმაკოლოგია“ - (1 ვაკანტური ადგილი)
- “ტერმინოლოგია და დოკუმენტაცია საექთნო საქმეში” - (1 ვაკანტური ადგილი)
- “პედიატრია და მოზარდები” - (1 ვაკანტური ადგილი)
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- „დოზირების პრინციპები საექთნო საქმეში კვალიფიკაცია: ექიმი
- „ფარმაკოლოგია“კვალიფიკაცია: ექიმი
- „ტერმინოლოგია და დოკუმენტაცია საექთნო საქმეში“ კვალიფიკაცია: ექიმი
- “პედიატრია და მოზარდები“ კვალიფიკაცია: ექიმი - პედიატრი
უნარები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება დირექტორის სახელზე;
2. CV ქართულ ენაზე;
3. პირადობის ან პასპორტის ასლი;
4. დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში ნოტარიულად ნათარგმნი და დამოწმებული);
5. ცნობა სამსახურიდან სტაჟის მითითებით ან შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე როგორც კოლეჯში (მის: ცხინვალის გზN9), ასევე ელექტრონულად შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ელექტრონულ ფოსტაზე info@amagi.edu.ge