პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: დენტალური საქმის ასისტირება (სტომატოლოგის ასისტენტი)  Dental Studies

(კოოპერაციული სწავლების ფორმა)

პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ.გორი, ცხინვალის გზ.N9
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი

სწავლების ენაქართული

სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე დაიშვება სრული ზოგადი განათლების  მქონე ნებისმიერი ასაკის პირი

სწავლის საფასური:უფასო (ფინანსდება სახელმწიფოს მიერ) სახელმწიფო დაფინანსების მიღების მსურველი პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცედურები რეგულირდება „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისს N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების შესაბამისად

 პროგრამაზე მიღება ხორციელდება  მოტივაციური გასაუბრების საფუძვლეზე. 

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ:  საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია დენტალურ საქმეში/Secondary Vocational Qualification in Dental Studies

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:დენტალური საქმის საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სტომატოლოგის ასისტენტად, კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში, სტომატოლოგიურ კლინიკაში.

პროგრამის ხელმძღვანელი: ირინე ბერკაცაშვილი - სტომატოლოგი

 

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: საექთნო განათლება/ Nursing

(კოოპერაციული სწავლების ფორმა)

პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ.გორი, ცხინვალის გზ.N9
სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი

სწავლების ენაქართული

სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე დაიშვება სრული ზოგადი განათლების  მქონე ნებისმიერი ასაკის პირი

სწავლის საფასური:  უფასო (ფინანსდება  სახელმწიფოს მიერ) სახელმწიფო დაფინანსების მიღების მსურველი პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცედურები რეგულირდება „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისს N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების შესაბამისად

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ:   „უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში/ Higher Vocational Qualification in Nursing“  და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან  დიპლომს დანართით.

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ჯანდაცვის სფეროში, ნებისმიერი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.

პროგრამის ხელმძღვანელი: მარიამ ჯოხაძე - ექიმი პედიატრი

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ფარმაცია (სააფთიაქო) / Pharmacy

(კოოპერაციული სწავლების ფორმა)

პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ.გორი, ცხინვალის გზ.N9
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი

სწავლების ენაქართული

სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე დაიშვება სრული ზოგადი განათლების  მქონე ნებისმიერი ასაკის პირი

სწავლის საფასური:  უფასო (ფინანსდება სახელმწიფოს მიერ) სახელმწიფო დაფინანსების მიღების მსურველი პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცედურები რეგულირდება „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისს N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების შესაბამისად

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ:,,უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში/Higher Vocational Qualification in Pharmacy.“  

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:  ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.

პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ ელიკაშვილი -  პროვიზორი

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ვეტერინარია / Veterinary

(კოოპერაციული სწავლების ფორმა)

პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ.გორი, ცხინვალის გზ.N9
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი 

სწავლების ენა : ქართული

სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე დაიშვება სრული ზოგადი განათლების  მქონე ნებისმიერი ასაკის პირი

სწავლის საფასური:  უფასო (ფინანსდება სახელმწიფოს მიერ) სახელმწიფო დაფინანსების მიღების მსურველი პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცედურები რეგულირდება „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისს N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების შესაბამისად

  • ტესტი ბუნებისმეტყველებაში (ბიოლოგია) - იხილეთ ტესტი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ :„უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ვეტერინარიაში/ Higher Vocational Qualification in Veterinary

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: დასაქმდეს ვეტერინარულ კლინიკაში, ფერმერულ მეურნეობაში, ვეტერინარულ აფთიაქში, ზოოპარკში, ზოომაღაზიაში, ცხოველთა თავშესაფარში, ვეტერინარულ ლაბორატორიაში, საკონსულტაციო ცენტრებში, ვივარიუმში, ცხოველთა სასაკლაოზე, ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში, ვეტერინარული პრეპარატების, ხელოვნური დათესვლის საწარმოებში, ცხოველური ნედლეულის გადამამუშავებელ საწარმოებში. ასევე შესაძლოა იყოს თვითადასაქმებული.

პროგრამის ხელმძღვანელი: ზაქარია გინტური - ექიმი  ვეტერინარი 

 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება

საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება

პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელიც:

ა) რეიტინგულ სიაში რიგითობის გათვალისწინებით, მოხვდა კოლეჯის მიერ მოცემული პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობაში;

ბ) წერილობით გამოხატავს ნებას პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.

საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები

1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  რეგისტრაციისთვის ბრძანებით გასაზღვრულ ვადებში, აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს  შემდეგ პორტალზე: www.vet.emis.ge,

2) გაიაროს ტესტირება/მოტივაციური გასაუბრება (ან პროფესიული პროგრამის მოთხოვნის ვშესაბამისად (იხ. ზემოთ)

 ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია

  • ნოტარიულად დამოწმებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - ატესტატი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი/დიპლომი
  • ორი ფოტოსურათი 3X4 
  • პირადობის მოწმობა (ასლი)

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

მობილური: 595 535 235; 595 33 16 44

E-mail: info@amagi.edu.ge; info.college.amagi@gmail.com