ჩვენს შესახებ

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი შიდა ქართლში ერთადერთი კერძო პროფესიული სასწავლებელია, რომლის ისტორია 2005 წლიდან იწყება. 2023 წლის 2 ნოემბერს კოლეჯმა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსით წარმატებით გაიარა რეავტორიზაცია და ექვსი წლის ვადით მოიპოვა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია პროფესიული განათლების განვითარება და დაინტერესებული  პირებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი პროგრამების შეთავაზება, რომლებიც პრაქტიკულ სწავლებაზეა ორიენტირებული. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კოლეჯს აქვს კურსდამთავრებულებისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის გადაცემის უფლება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ პროფესიულ და კარიერულ წინსვლას.

ამჟამად კოლეჯი აბიტურიენტებს სთავაზობს ოთხ ძირითად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ჯანდაცვისა და ვეტერინარიის მიმართულებით:

  • ფარმაცია (სააფთიაქო)
  • საექთნო განათლება
  • ვეტერინარია
  • დენტალური საქმის ასისტირება (სტომატოლოგის ასისტენტი)

გრძელვადიანი პროგრამების პარალელურად, კოლეჯი ამაგი ახორციელებს მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებს, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს:

  • გერიატრიული ასისტენტი – 2 თვე
  • შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი და კატა) მოვლის სპეციალისტი - 3 თვე
  • კალმახის მოშენების სპეციალისტი – 5 თვე
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება  – 3 თვე

კოლეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რაც უზრუნველყოფს თითოეული პროგრამის სრულფასოვან განხორციელებას. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიებში, აღჭურვილ კაბინეტებში და სასწავლო ინვენტარით უზრუნველყოფილ გარემოში. პროფესიული განათლების მაღალკვალიფიციური პედაგოგები სტუდენტებს სთავაზობენ თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ, მაღალი ხარისხის სწავლების პროცესს.

კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს დარგში არსებულ წამყვან კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიარონ პრაქტიკული სწავლება რეალურ სამუშაო გარემოში. ეს ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და მათ პროფესიულ  დასაქმებას.

გარდა ამისა, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და სრულყოფაში. კოლეჯი არის პროფესიული კოლეჯების ასოციაციის წევრი და მუდმივად ზრუნავს საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაზე.

კარიერული განვითარების კუთხით, კოლეჯი  ამაგი მუდმივად ახორციელებს სტუდენტებისა და პოტენციური დამსაქმებლების შეხვედრებს, აფორმებს თანამშრომლობის მემორანდუმებს სხვადასხვა კომპანიებთან და ორგანიზაციებთან. ეს პარტნიორობა უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის რეალურ სამუშაო გამოცდილებას, ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს და აძლიერებს პროფესიული განათლების ხარისხს რეგიონში. გარდა ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობისა, კოლეჯი ზრუნავს კურსდამთავრებულების საერთაშორისო კარიერულ პერსპექტივებზე. ამ ეტაპზე გაფორმებული აქვს მემორანდუმი გერმანულ დასაქმების სააგენტოსთან, რაც პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ უცხოეთში თავიანთი კვალიფიკაციის შესაბამის პოზიციებზე.

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი არაერთი წარმატებული ნაბიჯით და მჭიდრო თანამშრომლობით პარტნიორ ორგანიზაციებთან უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მაღალ დონეს და ხდის სტუდენტებს კონკურენტუნარიან კადრებს რეგიონში.

© Copyright 2012.

ვებ გვერდის შექმნის თარიღი: 20-09-2012
ვებ გვერდის განახლების თარიღი: 21-03-2025