ვაკანსია კოლეჯში
2025-03-26

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგის ასისტენტის პროფესიულ  საგანმანათლებლო  პროგრამაზე 2025 წლის 27 მარტიდან 2025 წლის 01  აპრილის ჩათვლით შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლის  პოზიციაზე   შემდეგი მოდულის განხორციელებისათვის: „ორთოდონტი სტომატოლოგის ასისტირება“

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)პროფესიული განათლების მასწავლებელს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს. 

ბ)თუ პროფესიული განათლების მასწავლებელი არ აკმაყოფილებს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, სავალდებულოა გააჩნდეს სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.

უნარები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

  • განცხადება დირექტორის სახელზე (იწერება კოლეჯში);
  • CV ქართულ ენაზე;
  • პირადობის ან პასპორტის ასლი;
  • დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში ნოტარიულად ნათარგმნი და დამოწმებული);
  • ცნობა სამსახურიდან სტაჟის მითითებით ან შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
  • სახელმწიფო სერტიფიკატი  - ნებადართული სპეციალობით ორთოდონტია.

 

საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე როგორც  კოლეჯში (მის: ცხინვალის გზN9), ასევე ელექტრონულად შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ელექტრონულ ფოსტაზე info@amagi.edu.ge

 


© Copyright 2012.

ვებ გვერდის შექმნის თარიღი: 20-09-2012
ვებ გვერდის განახლების თარიღი: 27-03-2025