
22 აპრილს შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგს ეწვივნენ და პროფესიულ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ეპიდემიოლოგმა მარინა გიუნაშვილმა და ექიმ - პრევენციოლოგმა დავით კუპრაძემ. მედიკოსებმა შეხვედრაზე განიხილეს ვაქცინაციისა და პაპილომა ვირუსის აცრების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობის პრევენციისათვის.