პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
2023-10-03

პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის №45/106 რეზოლუციის საფუძველზე 1990 წლიდან დაწესდა. წელს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის მთავარ თემას წარმოადგენს: „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დაპირებების შესრულება ხანდაზმულთათვის - თაობათაშორისი ვალდებულება“.

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები ეწვივნენ წმინდა იოანე მოწყალების სათნოების სახლს. პროფესიული სტუდენტები ვიზიტის ფარგლებში ეცადნენ ხანდაზმულები გაეხარებინათ მათი ყურადღებით, სითბოთი და თანადგომით.


© Copyright 2012.

ვებ გვერდის შექმნის თარიღი: 20-09-2012
ვებ გვერდის განახლების თარიღი: 18-02-2025