
2023 წლის 11 ივლისს, შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. კოლეჯი ამაგიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე - სოფიო სუხიშვილი და პროფ. ორიენტაციის & კარიერის დაგეგმვის მენეჯერი სოფიო ჭუმბურიძე. საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი მადლობას უხდის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას დაორგანიზებული ღონისძიებისთვის და კოლეჯების განვითარებასა და წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის.