
შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგს, საქართველოს საპატრიარქოს გორისა და ატენის ეპარქიას და ფერისცვალების ჰოსპისს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, კოლეჯში ჩატარდა ტრენინგთა პირველი ციკლი თემაზე "შინმოვლა", რომელსაც უძღვებოდნენ ჰოსპისის ფერისცვალების ტრენერები: შუქია ჭინჭარაული, რუსუდან კახიანი, მამა გიორგი და ანა ბეროშვილი. ტრენინგს ესწრებოდნენ კოლეჯი ამაგის პროფესიული სტუდენტები, კურსდამთავრებულები და სხვა დაინტერესებული პირები.