მოტივაციური გასაუბრება დასრულდა
2022-09-12

09 სექტემბერს  კოლეჯში დენტალური საქმის ასისტირების (სტომატოლოგის ასისტენტი)  აპლიკანტებისთვის ჩატარდა მოტივაციური გასაუბრება, როგორც შერჩევის ძირითადი მეთოდი. გასაუბრება დილის 10:00 საათიდან დაიწყო და 17:00 საათამდე გაგრძელდა. კომისიის წინაშე წარსდგა 17 აპლიკანტი, რომლებიც მათთვის გამოყოფილ კონკრეტულ დროზე ცხადდებოდნენ კოლეჯში.  კომისიის წევრებმა აპლიკანტებს წინასწარ მომზადებული კითხვები დაუსვეს, რათა გამოეკვეთათ მათი მოტივაცია პროფესიისადმი. მოტივაციურმა გასაუბრებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა და კომისიის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს მიღებული ნაკადით.


© Copyright 2012.

ვებ გვერდის შექმნის თარიღი: 20-09-2012
ვებ გვერდის განახლების თარიღი: 04-04-2025