ვაკანსია კოლეჯში
2022-02-23

   შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს  კონკურსს 2022 წლის 23 თებერვლიდან საექთნო განათლების  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი მოდულების წასაკითხად:

  •  “ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვის  საფუძვლები“  - 1 ვაკანტური ადგილი.
  • „თერაპიული პაციენტის საექთნო მართვები“- 1 ვაკანტური ადგილი.
  • „გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები“ - 1 ვაკანტური ადგილი.
  • „პედიატრია და მოზარდები“- 1 ვაკანტური ადგილი.
  • „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიატრია“ -1 ვაკანტური ადგილი.
  • „კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია“ -1 ვაკანტური ადგილი.
  • „ინფექციის კონტროლის საფუძვლები“ - 1 ვაკანტური ადგილი.
  • „დოზირების პრინციპები საექთნო საქმეში“ – 1 ვაკანტური ადგილი.

 კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.

უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია მოდულის მიხედვით: 

„ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვის  საფუძვლები“ - კვალიფიკაცია: ქირურგი.

„თერაპიული პაციენტის საექთნო მართვები“ - კვალიფიკაცია: თერაპევტი.

„გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები“ - კვალიფიკაცია: კრიტიკული მედიცინის და გადაუდებელი განყოფილების მედდა  ან საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედდა.

„პედიატრია და მოზარდები“-კვალიფიკაცია: ექიმი-პედიატრი.

„ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიატრია“- კვალიფიკაცია: ექიმი - ფსიქიატრი.

„კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია“-კვალიფიკაციაკრიტიკული მედიცინის და გადაუდებელი განყოფილების მედდა.

„ინფექციის კონტროლის საფუძვლები“-კვალიფიკაცია: ზოგადი პროფილის მედდა.

„დოზირების პრინციპები საექთნო საქმეში“ - კვალიფიკაცია: ზოგადი პროფილის ექიმი.

ფლობდეს კომპიუტერულ კომპიუტერულ პროგრამებს (სასურველია): 

MS word (დამაკმაყოფილებელი),

MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info@amagi.edu.ge  2022 წლის 23 მარტის  ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;   


© Copyright 2012.

ვებ გვერდის შექმნის თარიღი: 20-09-2012
ვებ გვერდის განახლების თარიღი: 04-04-2025