ვაკანსია კოლეჯში
2021-09-22

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს კონკურსს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლების შემდეგ პოზიციებზე 2021 წლის 23 სექტემბრიდან  საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგი მოდულების განხორციელებისათვის:

ა)ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები;

ბ)თერაპიული პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები;

გ)გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები;

დ)ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიატრია;

ე)კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია.

 

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს

ა) უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.

ბ) ფლობდეს ქართულ ენას C1 დონეზე (სასურველია);

გ) ფლობდეს კომპიუტერულ  პროგრამებს (სასურველია):

MS word (დამაკმაყოფილებელი),

MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info.college.amagi@gmail.com  2021 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;  


© Copyright iws 2012.

ვებ გვერდის შექმნის თარიღი: 20-09-2012
ვებ გვერდის განახლების თარიღი: 18-10-2021