ვაკანსია კოლეჯში
2021-08-05

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს კონკურსს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლების შემდეგ პოზიციებზე 2021 წლის 06 აგვისტოდან ფარმაცია (სააფთიაქო) და საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგი მოდულების განხორციელებისათვის:

)ფარმაცია (სააფთიაქო) – 2 ვაკანტური ადგილი:

ა.ა) სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, გარემოსა და უსაფრთხოების წესების დაცვა ფარმაცევტულ დაწესებულებაში;

ა.ბ)მცირე შეფუთვებად მზა წამლების ფორმების დაფასოება- შეფუთვა, მარკირება;

ა.გ) პროდუქციის მიღება - განთავსება, ნაშთის პერიოდული კონტროლი და ანგარიშგება;

ა.დ)მომხმარებელთან ურთიერთობა ფარმაცევტულ დაწესებულებებში;

ა.ე)სამედიცინო და ფარმაცევტული ტერმინოლოგია;

ა.ვ)ფარმაკოლოგია;

ა.ზ)მზა წამალთფორმების კლასიფიკაცია და შენახვის პირობები;

ა.თ)ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციის საფუძვლები;

ა.ი)მომხმარებლისთვის მცენარეული ცხოველური და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შერჩევა.

) საექთნო განათლება - 6 ვაკანტური ადგილი:

ბ.ა)ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები;

ბ.ბ)თერაპიული პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები;

ბ.გ)გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები;

ბ.დ)სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები;

ბ.ე)ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიატრია;

ბ.ვ)კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია.

 

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს

ა) უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.

ბ) ფლობდეს ქართულ ენას C1 დონეზე (სასურველია);

გ) ფლობდეს კომპიუტერულ კომპიუტერულ პროგრამებს (სასურველია):

MS word (დამაკმაყოფილებელი),

MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info.college.amagi@gmail.com  2021 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;