ვაკანსია კოლეჯში
2021-02-17

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს კონკურსს ვეტერინარიის მიმართულებით სამი  პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.

ბ) ფლობდეს ქართულ ენას C1 დონეზე (სასურველია);

გ) ფლობდეს კომპიუტერულ კომპიუტერულ პროგრამებს (სასურველია):

MS word (დამაკმაყოფილებელი),

MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

ა) განაცხადების მიღება და გადარჩევა.

ბ) შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება.

საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info.college.amagi@gmail.com  2021 წლის 18 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;  


© Copyright iws 2012.

ვებ გვერდის შექმნის თარიღი: 20-09-2012
ვებ გვერდის განახლების თარიღი: 26-02-2021