ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია
2021-02-01

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ონლაინ რეჟიმში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა შეაჯამა ცენტრის 2016-2020 წლების საქმიანობა და კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიული მიზნები და ამოცანები.

ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ ისაუბრა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიღწევებზე და გამოწვევებზე.

კონფერენციას ესწრებოდა შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის წარმომადგენელი ვეტერინარიის პროფესიული პროგრამის საგანმანათლებლო  პროგრამის ხელმძღვანელი ზაქარია გინტური.