ვაკანსია კოლეჯში
2020-12-01

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა გააჩნდეს ექიმი ლაბორანტის კვალიფიკაცია;

ბ) ფლობდეს ქართულ ენას C1 დონეზე (სასურველია);

გ) ფლობდეს კომპიუტერულ  პროგრამებს:

გ.ა) MS word (დამაკმაყოფილებელი),

გ.ბ) MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ)განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

ა) განაცხადების მიღება და გადარჩევა.

ბ) შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება.

საბუთების მიღება იწარმოებს  როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის  ქ. N9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე 2020 წლის 2 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0 370 27 05 57;       

info.college.amagi@gmail.com