ვაკანსია კოლეჯში
2020-07-01

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სპეციალისტის  პოზიციაზე - 1 ვაკანტური ადგილი.

კანდიდატის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

ა) სამუშაო ოთახებში უზრუნველყოს ავეჯის ისეთი განლაგება, რომ მოსაუბრეებს შორის დაცული იყოს 2 მ დისტანცია;

ბ) კოლეჯის შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

გ) არ დაუშვას კოლეჯის შენობაში არავინ ინდივიდუალური დაცვის საშუალების - პირბადის გარეშე;

დ) სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. მონაცემები აღრიცხოს ჟურნალში.

ე) კოლეჯის თანამშრომლებს, პროფესიული განათლების მასწავლებლებს, პროფესიულ სტუდენტებს მისცეს რეკომენდაციები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

ვ) თვალსაჩინო ადგილას განათავსოს განცხადებები COVID-19-ის და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, რათა კოლეჯის თანამშრომლებს და პროფესიული განათლების მასწავლებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ მათ სამუშაო პროცესის დაწყებამდე;

ზ) განახორციელოს აკრძალვების კონტროლი კოლეჯის შენობაში.

კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 ა)მინიმუმ ზოგადი განათლება.

ბ)„სამუშაოადგილებზეახალიკორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის ბრძანების (№01-227/ო) ცოდნა.

გ)საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

შრომისმოყვარეობა,

პასუხისმგებლობის გრძნობა

შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

ბ)განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

გ)ცნობა ნასამართლეობის შესახებ

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 16 ივლისის ჩათვლით.

მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის  N9 ან ელექტრონულად: info.college.amagi@gmail.com

გასაუბრება ჩატარდება 2020 წლის 17 ივლისს.