რეგისტრაცია უფასო პროგრამებზე
2020-05-20

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 20 მაისიდან და გაგრძელდება 10 აგვისტომდე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროფესიულ  გამოცდებზე გასვლის შედეგად შესაძლებლობა გაქვთ მოიპოვოთ სახელმწიფო დაფინანსება და დაეუფლოთ თქვენთვის სასურველ პროფესიას სრულიად უფასოდ. აირჩიე საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროგრამები: საექთნო განათლება, ფარმაცია (სააფთიაქო) და ვეტერინარია, ისწავლე და მიიღე სახელმწიფო დიპლომი.  კოლეჯი აღჭურვილია  პროგრამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით და მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლებით. რეგისტრაციისთვის მობრძანდით კოლეჯში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12 სთ-დან 16 სთ-მდე ან მიყევით ბმულს https://docs.google.com/…/1heTTLdkgTYZXj_FpMpar9cdY8wn…/edit ტესტის ნიმუშები: https://naec.ge/…