საახალწლო კარნავალი კოლეჯში
2019-12-21

20 დეკემბერს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის სტუდენტების, ლექტორ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ქ. გორში, რესტორან „მზიურში“  საახალწლო კარნავალი გაიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კოლეჯის კურსდამთავრებულები, რომელთაც დიპლომები კოლეჯის დირექტორმა ქალბატონმა რუსუდან სუხიშვილმა გადასცა. კოლეჯის პარტნიორის საქველმოქმედო ფონდის საქართველოს კარიტასის წარმომადგენლებმა  პრაქტიკოსი ექთნის პროგრამის სრტუდენტებს სერთიფიკატები გადასცეს. ხანგრძლივი და საზეიმო ღონისძიების ბოლოს, ყველამ ერთად სადღესასწაულო ტორტი გაჭრა და ერთმანეთს დამდეგი ახალი 2020 წელი მიულოცა.