შეხვედრა კერძო კოლეჯების ასოციაციაში
2019-01-23

22 იანვარს ჩატარდა  კერძო კოლეჯების ასოციაციის კრება, რომელიც ეხებოდა მოდულური პროგრამების გაანგარიშებისა და სახელმწიფო დაფინანსებისათვის ქვოტების წარმოდგენის საკითხს. კრებას ესწრებოდა ასოციაციის წევრი 26 კოლეჯის ხელმძღვანელი პირი, მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ხარისხის მენეჯერი - ნინო დვალი.
შეხვედრაზე, რომელზეც განხილულ იქნა მოდულური პროგრამების ხარჯების კომპონენტები, კოლეჯები შეთანხმდნენ, რომ განხილული პროგრამების ხარჯების სქემა, როგორც ზოგადი ანაზღაურების მაგალითები გადაეგზავნოს განათლების სამინისტროს, რათა გაანალიზდეს კერძო კოლეჯების მიერ განსახორციელებელი მოდულური პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობები.


© Copyright 2012.

ვებ გვერდის შექმნის თარიღი: 20-09-2012
ვებ გვერდის განახლების თარიღი: 04-04-2025