ღია ლექცია პრაქტიკოს ექთნებთან
2018-10-26

25 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებული გარე მხარდაჭერის ექსპერტის კოლეჯში ვიზიტისც ფარგლებში, პრაქტიკოსი ექთნის მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას ჩატარდა ღია ლექცია მოდულზე „პაციენტის ფიზიკური შეფასება“, რომელსაც დაესწრო გარე მხარდაჭერის ექსპერტი  ქალბატონი ნინო ბალანჩივაძე.

ლექციაზე განხილული იქნა ენდოკრინული  სისტემა და მისი შეფასება. ლექცია წარიმართა საკმაოდ საინტერესოდ, სტუდენტთა მაღალი მოტივაციით და ჩართულობით.