პროექტის პრეზენტაცია კოლეჯის სტუდენტებისათვის
2018-10-25

25 ოქტომბერს საზოგადოებრივი კოლეჯი  ამაგის სტუდენტებისათვის ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების  ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტის „გოგონების ხმა მშვიდობის მშენებლობაში ბუფერული ზონიდან“ პრეზენტაცია. საუბარი იყო  პროექტის მნიშვნელობაზე და იმ  სასიკეთო შედეგებზე, რაც შეიძლება მოუტანოს პროექტმა მის მონაწილეებს.

პროფესიული სტუდენტი - ჯულიანა არჩუაძე: დავინტერესდი ამ პროექტით, მართალია ჯერ მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ეხლა ჩავერთვები და სიახლეებს გავეცნობი, თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილებასაც მივიღებ“.