2008 წლის აგვისტოს ომი ჩვენი ტკივილია
2018-08-09

საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ადმინისტრაციულმა პერსონალმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსულ აგრესიას ბევრი ქართველი შეეწირა, მათ შორის შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს II ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა.