- ბიბლიოთეკაში გაწევრიანება: ბიბლიოთეკის რესურსებით სარგებლობისათვის აუცილებელია ბიბლიოთეკაში გაწევრიანება. ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის საჭიროა: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი შეივსოს მკითხველის ბარათი. ამის შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს ბიბლიოთეკის ნებისმიერი სერვისით.
- მკითხველს უფლება აქვს:
- მიიღოს სრული ინფორმაცია ფონდში დაცული საბიბლითეკო დოკუმენტების შესახებ, მისთვის საინტერესო მასალა მოძებნოს ბიბლიოთეკის ბარათულ ან ელექტრონულ კატალოგში;
- სათანადო ინფორმაციისა და სხვა მასალების მოძიების მიზნით ისარგებლონ ბიბილიოთეკაში არსებული საბიბლიოთეკო ფონდითა და კომპიუტერული ბაზით.
- მკითხველი ვალდებულია:
- წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ბიბლიოთეკაში შემოსვლისას;
- დაიცვას სიჩუმე, წესრიგი, საზოგადოებრივი ქცევისა და ჰიგიენური ნორმები;
- გაუფრთხილდეს ბიბლიოთეკის ქონებას;
- დაათვალიეროს ლიტერატურა, მიღებისას დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს ბიბლიოთეკარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ წიგნზე ან მასალაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მკითხველს, რომელმაც ბოლოს ისარგებლა წიგნით ან მასალით;
- მკითხველი ვალდებულია სასწავლო რესურსის გატანა 10 სამუშაო ვადაში დაუბრუნოს ბიბლიოთეკაში.
- მკითხველი ვალდებულია შეატყობინოს ბიბლიოთეკას წიგნის დაგვიანების შემთხვევაში მიზეზი
- კოლეჯის პროფესიული სტუდენტები, პროფესიული განათლები მასწავლებლები და კოლეჯის პერსონალი ვალდებული არიან გაეცნონბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, მის დებულებას და დაემორჩილონ ბიბლიოთეკის მოთხოვნებს.
- არ შეიძლება:
- წიგნის გატანა სამკითხველო დარბაზიდან ბიბლიოთეკარის ნებართვის გარეშე;
- წიგნის ან სასწავლო მასალის გამოყენების შემდეგ დაუშვებელია მისი თვითნებურად თაროზე დადება (ის უნდა დაუბრუნდეს ბიბლიოთეკარს, ხოლო გადანახვის სურვილის შემთხვევაში მკითხველმა შესაბამისი თხოვნით უნდა მიმართოს ბიბლიოთეკარს);
- ბარათების ამოღება კატალოგებიდან;
- ბიბლიოთეკაში თამბაქოს მოწევა ან საკვების შეტანა, სამკითხველო დარბაზში სიჩუმის დარღვევისას (ხმამაღალი საუბარი, და ა. შ.)
- წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობა, დაზიანება, მინაწერის გაკეთება, ფურცლის ჩაკეცვა, დაფხაჭნა, ამოგლეჯა და სხვა სახის დაზიანება.
- იმ პირთა მიერ საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობა, რომელთაც შეუჩერდათ ან/და შეუწყდათსტუდენტის სტატუსი, წყდება საერთო წესით;