აგრარული დარგის მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა
2024-06-24

20 ივნისს პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით შპს საზოგადოებრივი კოლეჯი  ამაგში გაიმართა სოფლის მეურნეობის პროფესიული განათლების მასწავლებლების დარგობრივი ქსელების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე პროფესიულ მასწავლებლებმა იმსჯელეს დარგში მიმდინარე იმ საკითხების გარშემო, რაც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისათვის და ხელს შეუწყობს მასწავლებლებს შორის პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარებას.