პოეზიის საღამო კოლეჯში
2024-04-18

17 აპრილს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის სტუდენტური  თვითმმართველობის ორგანიზებით კოლეჯში ჩატარდა სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კოლეჯის პროფესიული სტუდენტები, რომლებმაც წაიკითხეს როგორც ცნობილი პოეტების, ასევე საკუთარი ლექსები. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის პროფესიულ სტუდენტებს გადაეცათ  სახელობითი სიგელები.