17 იანვარს ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების კვლევის, სტუდენტური სერვისებისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, ციფრული ბანაკის პროექტის საფუძველზე, პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შეფასების, პრეზენტირების და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით მოეწყო შედეგების საჯარო პრეზენტაცია.
პრეზენტაციის ფარგლებში პროექტში ჩართულმა პროფესიულმა სტუდენტებმა კოლეჯის საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოების და მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგების შესახებ.