ვაკანსია კოლეჯში
2024-01-16

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ვაკანსიას დენტალური საქმის ასისტირების (სტომატოლოგის ასისტენტი)  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამაზე 2024 წლის 17 იანვრიდან 2024 წლის 24  იანვრის ჩათვლით შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლის  პოზიციაზე    მოდულების

  • გაცნობითი პრაქტიკა-დენტალური საქმე;
  • პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა 1 ;
  • სამუშაოს ორგანიზება სტომატოლოგიური საქმისთვის  - (1 ვაკანტური ადგილი)   განხორციელებისათვის.

კანდიდატის საკონკურსო მოთხოვნები: 

) პროფესიული განათლების მასწავლებელს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს. 

) თუ პროფესიული განათლების მასწავლებელი არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, სავალდებულოა გააჩნდეს სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.

უნარები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

1. განცხადება დირექტორის სახელზე;

2. CV ქართულ ენაზე;

3. პირადობის ან პასპორტის ასლი;

4. დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში ნოტარიულად ნათარგმნი და დამოწმებული);

5. ცნობა სამსახურიდან სტაჟის მითითებით ან შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);

 

საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე როგორც  კოლეჯში (მის: ცხინვალის გზN9), ასევე ელექტრონულად შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ელექტრონულ ფოსტაზე info@amagi.edu.ge