კოლეჯის თანამშრომლები საქველმოქმედო საღამოზე
2023-11-22

21 ნოემბერს გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა წმინდა იოანე მოწყალის სახელობის სათნოების სახლის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი.

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის დამფუძნებელმა ქალბატონმა ეკატერინე სუხიშვილმა მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეებს და ისაუბრა ქალაქ გორში წმინდა იოანე მოწყალეს სახელობის სათნოების სახლის ფუნქციონირების დიდ მნიშვნელობაზე რეგიონში. წარმატება უსურვა წამოწყებულ საქმეში და კოლეჯის სახელით თანადგომა აღუთქვა სათნოების სახლის მესვეურთ.

2023 წელს ქალაქ გორში ფუნქციონირება დაიწყო წმინდა იოანე მოწყალეს სახელობის სათნოების სახლმა, სადაც დასაქმდა შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის კურსდამთავრებულები.