სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა ტრენინგთა ციკლი, რომელსაც ესწრებოდა კოლეჯი ამაგის ხარისხის მენეჯერი ნინო დვალი.
შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ქალაქ თბილისში სასტუმრო Marriott Hotel -ში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბატონმა კახაბერ ერაძემ საზეიმო ვითარებაში კოლეჯი ამაგის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს ტრენინგის წარმატებით გავლის სერტიფიკატი გადასცა.