ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, შესაბამისი კომისიის მიერ მოწონებული იქნა და დაფინანსდა შპს საზოგადოებრივი კოლეჯის ამაგი მიერ, ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან-CELA პარტნიორობით წარდგენილი საპროექტო განაცხადი - ციფრული ბანაკი.
პროექტი ციფრული ბანაკი მიზნად ისახავს საზოგადოებრივ კოლეჯის ამაგი პროფესიული სტუდენტებისთვის მათი სპეციალობის შესაბამისი ციფრული კომპეტენციების განვითარებას; ციფრული მარკეტინგის და კიბერთავდაცვის პრაქტიკული მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობების გაზრდას.
პროექტის მონაწილეები შეირჩევიან წინასწარ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე.
მადლობა პროფესიული უნარების სააგენტოს!