შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ვაკანსიას "გერიატრიული ასისტენტი" პროფესიული საგანმანათლებლო მომზადების პროგრამაზე 2023 წლის 07 ნოემბრიდან 2023 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის "გერიატრიული ასისტენტი" პროფესიული საგანმანათლებლო მომზადების პროგრამის განმახორციელებელი პირის პოზიციაზე სწავლის შედეგის "ეფექტური კომუნიკაცია მოვლაში" - (1 ვაკანტური ადგილი) განხორციელებისათვის.
კანდიდატის საკონკურსო მოთხოვნები:
- უნდა გააჩნდეს ფსიქოლოგის კვალიფიკაცია;
- უნდა გააჩნდეს სწავლების გამოცდილება კომუნიკაციის მიმართულებით საექთნო საქმეში.
უნარები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
კანდიდატის მიერ წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
- განცხადება დირექტორის სახელზე;
- CV ქართულ ენაზე;
- პირადობის ან პასპორტის ასლი;
- დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში ნოტარიულად ნათარგმნი და დამოწმებული);
- ცნობა სამსახურიდან სტაჟის მითითებით ან შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე როგორც კოლეჯში (მის: ცხინვალის გზN9), ასევე ელექტრონულად შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ელექტრონულ ფოსტაზე info@amagi.edu.ge