ტრენინგი პრაქტიკის ინსტრუქტორებისათვის
2023-11-03

02 ნოემბერს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგში ჩატარდა ტრენინგი საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკის ინსტრუქტორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ექთნებისათვის "დოზირების პრინციპები საექთნო საქმეში" და "ფარმაკოლოგიის ბაზისური პრინციპების განმარტება". გაიცა ორენოვანი სახელობითი სერტიფიკატები.