17 აგვისტოს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგსა და გორის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას რეგიონში და ახალი პროგრამების დანერგვას. თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. აქცენტი ასევე გაკეთდა ახალი მოკლევადიანი პროგრამების ერთობლივად შემუშავებაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ედიშერაშვილმა და კოლეჯის დირექტორის მოადგილემ სოფიო სუხიშვილმა.
კოლეჯი ამაგი მადლობას უხდის გორის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობისთვის.