კოლეჯი ჰოსპისთან თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
2023-07-14

საქართველოს საპატრიარქოს გორისა და ატენის მიტროპოლიტის ლოცვა კურთხევით ქალაქ გორში გაიხსნა წმინდა იოანე მოწყალეს სათნოების სახლი. კოლეჯი ამაგი თბილისის ფერიცვალების ჰოსპისთან აქტიურად იყვნენ ჩართულნი ექთნების გადამზადების პროცესში რომლებიც დასაქმდნენ სათნოების სახლში. 12 ივლისს პეტრე პავლობის დღესასწაულზე გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ დააჯილდოვა კოლეჯი ამაგი და გადასცა მადლობის სიგელი სათნოების სახლის ფუნქციონირებისა და პროექტში შეტანილი წვლილისათვის. კოლეჯი ამაგი მადლობას უხდის საქართველოს საპატრიარქოს გორის და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას მისი ლოცვა კურთხევა არ მოაკლოს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს.