სკოლის მოსწავლეები სტუმრად კოლეჯში
2023-06-13

13 ივნისს შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგს სტუმრობდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეები გაეცვნენ პროფესიულ პროგრამებს. საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ და ესაუბრათ დარგის სპეციალისტებთან, ჩაატარეს ცდები ლაბორატორიაში, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს პაციენტს. კოლეჯი ამაგი მუდმივად ზრუნავს ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციას და კარიერულ დაგეგმვას.